გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაწვან ჩამოცვენილი ფოთლები საკარმიდამო ეზოებში

🔴 ფოთლების წვისას გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს – განსაკუთრებით ზიანდება ბავშვების სუნთქვითი სისტემა. დეპარტამენტი ალტერნატივად გთავაზობთ კომპოსტირებას – პროცესს, რომლის შედეგადაც ხმელი ფოთლები ბუნებრივ სასუქად, ნეშომპალად გარდაიქმნება. 📌 დაწვა იკრძალება!ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ბაღის ან პარკის ნარჩენების ღია წესით დაწვა იწვევს 500 ლარიან ჯარიმას. 🟡 მოქალაქეებს, ვინც დააფიქსირებს…

წაიკითხეთ მეტი

ფოთლების დაწვა კვლავ პრობლემაა – გარემოსდაცვითი უწყება კონტროლს ამკაცრებს

შემოდგომის მოსვლასთან ერთად, საკარმიდამო ეზოებში ფოთლების დაწვა კვლავ გავრცელებულ მავნე პრაქტიკად რჩება, რაც გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის – განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ➡ ფოთლების წვისას გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აბინძურებს ჰაერს და იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას. 🛑 ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლით, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია და 500 ლარიანი ჯარიმით…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა – გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 11 709 ლარია

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქე მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა წითელი ნუსხით დაცული კაკლის სახეობის 8,2 კუბური მეტრი მოცულობის მორის უკანონო გადატანას. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 11 709 ლარი შეადგინა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის…

წაიკითხეთ მეტი

მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ ქსნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი აღკვეთეს. 🔹 მოქალაქე გასაბერი ნავიდან თევზაობდა აკრძალული მეთოდით.🔹 ეკიპაჟის დანახვისთანავე ნავი გადააყირავა ნივთმტკიცებების დასამალად და გაქცევა სცადა, თუმცა შეჩერება შესაძლებელი გახდა. ⚠️ ელექტროიარაღი აზიანებს წყლის ეკოსისტემას და საფრთხეს უქმნის როგორც ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანის სიცოცხლეს. 📌 2024 წლიდან,…

წაიკითხეთ მეტი

30 სექტემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა იზრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციების გაცნობას ურჩევს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრიდან საქართველოში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და გამოწვეულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით. სააგენტო აგრძელებს ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.📌 ჰაერის ხარისხის ამსახველი ინფორმაცია და ჯანდაცვითი რეკომენდაციები: ✓შეეცადეთ, რაც…

წაიკითხეთ მეტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლსა და კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების სამი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა — კერძოდ, სოფელ ფოლადაურისა და ტალავერის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. მოქალაქეებმა რცხილის სახეობის 16 ძირი ხე უკანონოდ მოჭრეს და მისგან…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში – ჰაერში მძიმე მეტალების დონე 26-ჯერ აჭარბებს ნორმას

რუსთავში და მის შემოგარენში გარემოს დაბინძურება მკვეთრად გადაჭარბებულ მაჩვენებლებს აღწევს – ამის შესახებ ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Arnika 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა. 📌 მთავარი მიგნებები: 📍 დაბინძურების მთავარი წყაროები კვლავ რჩება მეტალურგიული ქარხნები, ცემენტის საწარმოები, წიდის საწყობები და ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტები. ⚠️ კვლევის ავტორები მოქალაქეთა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეში ხედავენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას გადაუდებელი ზომების მიღებისკენ….

წაიკითხეთ მეტი

🛑 გამოვლინდა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვადასხვა რეგიონში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინა. სამართალდარღვევები გამოვლინდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: 📍 იმერეთი – ზესტაფონი, სამტრედია📍 ქვემო ქართლი – მარნეული📍 მცხეთა-მთიანეთი – დუშეთი📍 სამეგრელო – ჩხოროწყუ📍 რაჭა-ლეჩხუმი – ონი📍 კახეთი – ახმეტა 🔹 სამართალდამრღვევებმა მდინარეების: ყვირილას, რიონის, ხრამის, დებედას, არაგვის, არღუნის, ხობის, ცხენისწყლისა და ალაზნის კალაპოტებიდან, ექსკავატორების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს დაახლოებით…

წაიკითხეთ მეტი

წაღვერში ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წაღვერში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. 🔍 სამართალდარღვევა ადგილობრივ მკვიდრს უკავშირდება, რომელმაც 6 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. ✅ მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“ შემდგომი განკარგვის მიზნით. 📸 აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის მიზნით, სახელმწიფო…

წაიკითხეთ მეტი

📸 საქართველოში ლეოპარდი მესამედ დააფიქსირეს – გადაშენებულად მიჩნეული მტაცებელი ალგეთის ეროვნულ პარკში გამოჩნდა

ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილმა ფოტოხაფანგებმა უნიკალური და ფრთხილი მტაცებელი – ჯიქი, იგივე ლეოპარდი (Panthera pardus) დააფიქსირეს. ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში მესამე შემთხვევაა, როცა ეს გადაშენებულად მიჩნეული ცხოველი საქართველოში კამერის ობიექტივში მოხვდა. ლეოპარდი ბრაკონიერობის შედეგად გასული საუკუნის შუა წლებიდან საქართველოში აღარ იკვეთებოდა და გადაშენებულად ითვლებოდა. თუმცა, ალგეთის ეროვნულ პარკში მოქმედ კეთილშობილი ირმის საშენის 40-მდე ფოტოხაფანგიდან…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »