გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიადაგის მსოფლიო დღე აღნიშნავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად შეუერთდა ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, რაც საქართველოში ნიადაგმცოდნეობის განვითარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების მოტივაციის გაზრდას ემსახურებოდა. აგრარულ და სამეცნიერო სფეროში მოღვაწე მკვლევრებსა და ახალგაზრდებს გადაეცათ ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები. ღონისძიებაზე გამოავლინეს ფოტოკონკურსის „ნიადაგი…