ოთხ რეგიონში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შემთხვევები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა ოზურგეთის, სამტრედიის, ყაზბეგისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს დაახლოებით 400 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში. დარღვევებზე შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები შესაბამის უწყებებს…