2025 წელს უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოვლინდა – 368 შემთხვევაში სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინა, მათგან 368 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოვლენილი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში (230 ფაქტი), შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი (127), იმერეთი (117), ქვემო ქართლი (98), შიდა ქართლი (57), კახეთი (45), აჭარა-გურია (43) და სამცხე-ჯავახეთი (15). შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა 64 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო თბილისში – 9, მათგან 7 სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 700 კილოგრამს გადააჭარბა. უწყების განცხადებით, გამოვლენილი ფაქტების ზრდა გაძლიერებული კონტროლის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენების შედეგია. 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს უკანონო თევზჭერის 152 ფაქტით მეტი გამოვლინდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading