სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს „Picot“-ის კონკრეტული პარტიების არ გამოყენონ
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ იმპორტირებული ბავშვთა კვების პროდუქცია „Picot“-ის კონკრეტული პარტიებიდან, თუ მათ უკვე აქვთ შეძენილი.
სააგენტოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, დაწყებულია მოკვლევა და მიმდინარეობს ზედამხედველობა აღნიშნული პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე.
გაწვევა ეხება შემდეგ პარტიებს:
- Picot 1 400G – 8000003312
- Picot 1 800G – 8000003297
- Picot 2 800G – 8000003280