სახელისა და გვარის შეცვლა my.gov.ge-ზე უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე my.gov.ge პიროვნების სახელის ან გვარის შეცვლა უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი.
my.gov.ge -ის საშუალებით თქვენ ონლაინ შეძლებთ:
სახელის / გვარის შეცვლისთვის განცხადების რეგისტრაციას;
სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების მოთხოვნის რეგისტრაციას;
სახელის / გვარის ან სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების მოთხოვნის თაობაზე პორტალზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება; ატვირთოთ საკითხის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები ან/და სახელის ცვლილების კანონიერად აღიარებისათვის საჭირო დოკუმენტები; დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება სახელის შეცვლის ან სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების თაობაზე.
სერვისის ბმული – https://my.gov.ge/ka-ge/services/42/sub-services/46
ნუ დაკარგავ დროს, გაიმარტივე ყოველდღიურობა!