„თუთარჩელას“ ახალგაზრდულმა გუნდმა ბულგარეთში გრანპრი მოიპოვა 🏆
ბულგარეთში გამართულ ფოლკლორისა და ცეკვის კონკურს-ფესტივალზე რუსთავის ანსამბლმა „თუთარჩელამ“ გრანპრი მოიპოვა! ახალგაზრდულმა ჯგუფმა ჟიურისა და მაყურებლის მოწონება თავისი შესრულებით და გულითადი ქართულით დაიმსახურა.
გილოცავთ, ჩემო მეგობრებო! თქვენ კიდევ ბევრჯერ დაასახელებთ რუსთავს თქვენი წარმატებებით! 💃🕺
