ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო მედიკოსების საველე სწავლება გაიმართა

Agile Spirit 2025-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე მე-2 ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე სწავლება ჩაატარა. სიმულაციური სცენარით, სამხედრო მედიკოსებმა დაჭრილთა ევაკუაცია და პირველადი დახმარება განხორციელეს. სწავლებისას გამოყენებული იყო როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საევაკუაციო საშუალებები, მათ შორის საქართველოსა და თურქეთის ვერტმფრენები. საველე ჰოსპიტალში კი მედიკოსებმა დაჭრილთა მიღებისა და სტაბილიზაციის ამოცანები წარმატებით შეასრულეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading