ჭალის ტყეების აღდგენის პროექტი რუსთავში – ეკოლოგიური ინიციატივა მომავალი თაობებისთვის

რუსთავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მერიამ ჭალის ტყეების აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყეს. ინიციატივა ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებასა და ენდემური ფლორის შენარჩუნებას ემსახურება.

„ჩვენი ქალაქისთვის ისტორიული მნიშვნელობის ეკოლოგიური პროექტი დავიწყეთ. ტერიტორია ნარჩენებისგან იწმინდება და მალე გამწვანების პროცესის ახალ ეტაპზე გადავდივართ“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიწმინდა ტერიტორია და დარგულია 900-მდე ახალი ნერგი. მომავალში დაგეგმილია 20 000-მდე მუხის, თელისა და ფშატის დარგვა, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მდინარე მტკვრის დაცვა მყარი ნარჩენებისგან.

📍 პროექტი მოიცავს მტკვრის ორივე სანაპიროს ძველსა და ახალ ხიდს შორის და ეტაპობრივად 320 ჰა ფართობს გაამწვანებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading