საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის (IMMAF) პრეზიდენტს, კერით ბრაუნს შეხვდა

შეხვედრაზე 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიოს ჩემპიონატის (MMA) ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია და აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading