მარნეულში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია გაიმართა

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია მარნეულის მერიისა და ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მერმა დაურ ისმაილოვი მერიის თანამშრომლებთან ერთად. გამწვანების პროცესში ჩაერთნენ სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეები. აქციის ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის თამარისის ეკლესიის ეზოში და ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ჯამში 45 ნერგი დაირგო. ინიციატივის მიზანია გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გაზრდა და საზოგადოების აქტიური…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ბაზალტის ქვის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით 472 კუბური მეტრი ბაზალტის ქვა უკანონოდ მოიპოვა, რის შედეგადაც გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2,5 ათას ლარს გადააჭარბა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

წაიკითხეთ მეტი

ქვემო ქართლში ტყის აღდგენის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანში, ჭალის ტყის აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს. დაზიანებული ტყის აღდგენის მიზნით უკვე განხორციელდა ტერიტორიის გაწმენდა და შემოღობვა, დაირგო 25 000 ნერგი, ხოლო მიმდინარე წელს დამატებით ჭალის მუხის 25 000 ნერგის დარგვა იგეგმება. პროექტი მიზნად ისახავს ეკოსისტემის აღდგენას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ტყის…

წაიკითხეთ მეტი

„ჭიაკოკონობის“ ღამეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ გაიმართება. ამ დროს მოსახლეობა ცეცხლის დასანთებლად ხშირად იყენებს მუნიციპალურ ნარჩენებს, რაც გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიშ ტოქსიკურ და კანცეროგენულ აირებს წარმოქმნის. განსაკუთრებული რისკია ბავშვებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ რიტუალში. წლების განმავლობაში გამკაცრებული კონტროლისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში სამართალდარღვევათა რაოდენობა შემცირდა,…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავის ჭალის ტყეში გამწვანების აქცია იწყება

რუსთავში, ჭალის ტყის აღდგენისა და განვითარების მიზნით, 20 აპრილიდან იწყება მასშტაბური დარგვის პროცესი. ინიციატივა მიზნად ისახავს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას და მწვანე სივრცეების გაფართოებას. მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს — როგორც ინდივიდებს, ისე ორგანიზებულ ჯგუფებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგია, ჯანსაღი გარემო და ჭალის ტყის მომავალი. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე:https://docs.google.com/…/1TvZPguVcmUxvpCDS9YWcvl4O…/preview

წაიკითხეთ მეტი

მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-დან 31 მარტის პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 34 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას. 32 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა. ამასთან, დალუქულია 8 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო…

წაიკითხეთ მეტი

🌱 გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ ბზის უკანონო ჭრა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, სამართალდარღვევა გამოავლინეს, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მათივე განცხადებით, ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1 000 ერთეული ტოტი. ფაქტზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“…

წაიკითხეთ მეტი

დავით შერაზადაშვილი სურსათის დანაკარგების შემცირების ეროვნულ ფორუმს დაესწრო

დღეს გამართულ ეროვნულ ფორუმს, რომელიც სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების საკითხებს მიეძღვნა, დაესწრო დავით შერაზადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი,ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი. ღონისძიება ორგანიზებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაის (FAO) მიერ და მიზნად ისახავდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გაერთიანებას, თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრას ქვეყნის მასშტაბით სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მიმართულებით….

წაიკითხეთ მეტი

ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებას

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია – სანქცია 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის 1000 ლარზე მეტი ოდენობის შემთხვევაში, ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბზის მოპოვება მხოლოდ კერძო სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან განახორციელონ, შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. კოლხური ბზა დაცული სახეობაა და მისი მოჭრა…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში „გარემოსდაცვითი მმართველის“ პროგრამის პრაქტიკული სწავლება გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამის – „გარემოსდაცვითი მმართველის“ ფარგლებში, პრაქტიკული კომპონენტი „ინდორამა რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე ჩატარდა. პროგრამის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ნარჩენების მართვის პროცესებსა და თანამედროვე პრაქტიკულ მიდგომებს, სპეციალისტების ჩართულობით. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გარემოსდაცვითი მმართველის როლსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »