მარნეულში ბაზალტის ქვის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით 472 კუბური მეტრი ბაზალტის ქვა უკანონოდ მოიპოვა, რის შედეგადაც გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2,5 ათას ლარს გადააჭარბა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading