რუსთავის ჭალის ტყეში გამწვანების აქცია იწყება

რუსთავში, ჭალის ტყის აღდგენისა და განვითარების მიზნით, 20 აპრილიდან იწყება მასშტაბური დარგვის პროცესი. ინიციატივა მიზნად ისახავს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას და მწვანე სივრცეების გაფართოებას.

მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს — როგორც ინდივიდებს, ისე ორგანიზებულ ჯგუფებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგია, ჯანსაღი გარემო და ჭალის ტყის მომავალი.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1TvZPguVcmUxvpCDS9YWcvl4O…/preview

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading