რა გეგმავს გარემოს დაცვის სამინისტრო ავტოიმპორტიორებისთვის და როგორ დაიცავს ახალი რეგლამენტი გარემოს და ბიზნესს ერთდროულად?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა ავტოიმპორტიორებს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი იყო „სახელმწიფო რეგლამენტი მომხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ“ – ტექნიკური რეგლამენტის პროექტის სამუშაო ვერსია.
შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაბინძურების შემცირებისა და ნარჩენების მართვის პროცესის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობის საჭიროება.
მინისტრის მოადგილის თქმით, სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია საშუალებას იძლევა ისეთი რეგულაციების შემუშავება, რომელიც იქნება მოქნილი და მისაღები როგორც პოლიტიკის შემსრულებლებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და მაკონტროლებლებისთვის.