დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ქოლცენტრების მფარველობა-რამდენი წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა სუს-ის ყოფილ შეფს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და სუს-მა ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ე.წ. ქოლცენტრების მფარველობა, საიდანაც მიღებული თანხებით სხვადასხვა ოპოზიციური მედიასაშუალება ფინანსდებოდა.

გამოძიების მიხედვით, ლილუაშვილმა სხვადასხვა ეპიზოდში დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო. საქმე ეხება, ასევე, კორუფციულ სქემას, სადაც ჩართული იყო თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით წარედგინა, რაც 11–15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

გამოძიება გრძელდება სხვა შესაძლო დანაშაულებში ჩართულ პირებზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading