თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქე დიდი ოდენობით „პრეგაბალინის“ უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა., დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების – „პრეგაბალინის“ – უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ხელბარგის შემოწმებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „პრეგაბალინის“ შემცველი აბები.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 261-ე და 263-ე მუხლებით, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading