სენაკში უკრაინის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში პოლიციამ უკრაინის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ო.ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა. ჩხრეკის შედეგად მის პირად ნივთებში, ავტომობილსა და საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა „მეთადონის“ შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა. ასევე ამოღებულია თანხა, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან იყო მიღებული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.