სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება დეზინფორმაციის შესახებ
გამოცემულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეები არსებობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განმარტა, რომ ეს ინფორმაცია ქნესეთის ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა, რომელიც თავის მხრივ, ინფორმაციას ქნესეთის ეთიკის კომისიის უცნობ წარმომადგენელს გადაეცა.
იციკ მოშემ აღნიშნა, რომ ვერ შეძლო ინფორმაცია უფრო კონკრეტული და სერიოზული წყაროდ წარმოეჩინა. კითხვაზე, რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ ქართული მხარე გაფრთხილებულია, ის უარყო ეს განცხადება და განმარტა, რომ ჟურნალისტებს მხოლოდ ის აცნობა, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში ქართული მხარე აუცილებლად იქნებოდა ინფორმირებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.