ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გამკაცრების მიზნით ტექნიკა და აღჭურვილობა განაახლა
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის გაძლიერების, ასევე ტყის მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სპეციალური აღჭურვილობა.
განახლებული რესურსი ხელს შეუწყობს სააგენტოსა და მის თანამშრომლებს უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება შესაძლო დარღვევებზე, დაიცვან ტყის ფონდი და უზრუნველყონ მდგრადი სატყეო მართვა ქვეყნის მასშტაბით.