თურქეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის ორი უცხოელი მოქალაქე დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორ „ირმისჭალთან“ ორი უცხოელი მოქალაქე – 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2000 წელს დაბადებული მ.შ. – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.