მარნეულის სოფლებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს:

  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმირი და თამარი – სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 225 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლაგირში – მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1835 კუბური მეტრი ბაზალტი.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 13 ათას ლარს აღემატება. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები შესაბამის უწყებებში შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) მიღებულ ყველა შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading