საქართველოს მასშტაბით 27-31 დეკემბერს მკვეთრი უამინდობაა მოსალოდნელი
27-31 დეკემბერს საქართველოში დაინაწილება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინულის გაჩენა.
29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ელჭექი და 4-6 ბალამდე შტორმი ზღვაზე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ნალექები მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვან მატებას გამოიწვევს (საფრთხის დონე საშუალო).