„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.

ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს წევრები. საპატიო სტუმრის რანგში ღონისძიებას ასევე დაესწრო ცოტნე ივანიშვილი.

დელეგატებმა ვარლამ ლიპარტელიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. ამასთან, დამტკიცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის ხუთი წევრი: მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი.

ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading