დმანისში საესტრადო სტუდია „მიქსის“ ახალი თაობის სოლო კონცერტი გაიმართა

✨✨🎄🎄 25 დეკემბერს, ააიპ „დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან“ არსებულმა საესტრადო სტუდია „მიქსმა“ ახალი თაობის სოლო კონცერტი გამართა.

✨✨ საახალწლო თემატიკის ღონისძიებაზე სტუდიის აღსაზრდელებმა საშობაო სიმღერები შეასრულეს და მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგნენ.

🎄🎄 კონცერტს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო ომიაძე ესწრებოდნენ.

👉 საესტრადო სტუდია „მიქსის“ ხელმძღვანელია მარიამ ქოჩორაძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading