გარდაბანში ბენდ „Positive Energy“-ის საახალწლო კონცერტი გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, ბენდ „Positive Energy“-მა მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარადგინა.
საახალწლო კულტურულ-გასართობი ღონისძიებები 19-30 დეკემბრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია სადღესასწაულო განწყობის შექმნა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია.
სადღესასწაულო კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება პატარებს დაეთმო: მათთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ანიმატორებისა და ილუზიონისტების შოუ გაიმართა, ხოლო თოვლის ბაბუამ და ელფებმა ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.