ნინო ლაცაბიძე ა.თ.ე.ა-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ნინო ლაცაბიძე აღნიშნავს, რომ ეს ნდობა დიდი პატივია და ერთად კიდევ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეეძლებათ რუსთავისა და საქართველოს თვითმმართველობებისთვის.

ასოციაციის ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად ისევ თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს. აღმასრულებელ საბჭოში ვიცე-პრეზიდენტებად ასევე დაენიშნნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია აერთიანებს ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტს და მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, დეცენტრალიზაციის მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading