გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2025 წლის ტყით უკანონო სარგებლობის სტატისტიკას აქვეყნებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წელს უკანონო ტყით სარგებლობის 1 912 ფაქტი გამოვლინდა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 13%-ით ნაკლებია. 2021 წელთან შედარებით, უკანონო სარგებლობის შემთხვევები 50%-ზე მეტით შემცირდა.

გამოძიების შედეგად, 1 430 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას შეეხება, 482 კი სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას. სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაეგზავნა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში (527), აჭარაში (327) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (267). თბილისში 3 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 2 534 კუბ. მეტრზე მეტი უკანონო ხე-ტყე, ხოლო დალუქულია 62 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

დეპარტამენტი 24/7 პატრულირებს ქვეყნის მასშტაბით და ყველა შეტყობინებაზე მყისიერად რეაგირებს. უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების შემცირება დეპარტამენტის აქტიური კონტროლის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სანქციების გამკაცრების შედეგია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading