გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიადაგის მსოფლიო დღე აღნიშნავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად შეუერთდა ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, რაც საქართველოში ნიადაგმცოდნეობის განვითარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების მოტივაციის გაზრდას ემსახურებოდა.

აგრარულ და სამეცნიერო სფეროში მოღვაწე მკვლევრებსა და ახალგაზრდებს გადაეცათ ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები. ღონისძიებაზე გამოავლინეს ფოტოკონკურსის „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“ გამარჯვებულებიც.

ღონისძიებას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

„ნიადაგის დაცვას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის. ნაყოფიერი და ჯანსაღი ნიადაგი წარმოადგენს პროდუქტიულობის ამაღლების, ხარისხიანი წარმოებისა და ექსპორტის ზრდის საფუძველს. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად აუცილებელია ნიადაგით მოსარგებლე პირებში ცნობიერების ამაღლება ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნების მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading