სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „გუგუთის“, „სადახლოსა“ და „ვალეს“ მონაკვეთებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, დააკავეს სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ა.ვ., 1997 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1977 წელს დაბადებული ქ.ო., ასევე ორი ქართველი – 1976 წელს დაბადებული მ.კ. და 1993 წელს დაბადებული კ.ლ.
გამოძიების ინფორმაციით, ა.ვ. და ჰ.ს. ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ხოლო ქ.ო. სომხეთის რესპუბლიკიდან შევიდა საქართველოში. მ.კ. და კ.ლ. თურქეთის რესპუბლიკიდან გვერდის ავლით გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.