შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 28 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმდნენ კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას.

ღონისძიების შედეგად დაკავებულია 28 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის ინდოეთის, ირანის, სუდანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ნიგერიის, თურქეთის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ლიბანის, იორდანიის, ჩინეთის, ქუვეითის და რუსეთის მოქალაქეები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading