ხაშურში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული კ.კ. და 1980 წელს დაბადებული თ.დ. – დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა დროს, უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს და უკანონოდ დაეუფლნენ დაახლოებით 600 კილოგრამ ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს. ნაქურდალი მასალა მათ ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში ჩააბარეს, 14 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ.
პოლიციის მიერ ამოღებული ნივთმტკიცებების ჯამმა ზარალმა, რომელიც კომპანიებს მიადგათ, დაახლოებით 50 000 ლარი შეადგინა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.