რუსთავში შარტავას გამზირზე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა

რუსთავში ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს – შარტავას გამზირზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში ავტომობილების თვითნებური პარკინგი იყო, თანამედროვე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.

პროექტით მოეწყობა ახალი ტროტუარები, ველობილიკები, გარე განათება და მწვანე დასასვენებელი ზონები. ასევე რეაბილიტირდება მიმდებარე შიდასაუბნო სივრცეც.

სამუშაოების ღირებულება 754 358 ლარია და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading