3 წლის ბავშვი,რომელსაც თელავში მანქანა დაეჯახა – თბილისის კლინიკაში გადაჰყავთ
თელავში, ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა თელავიდან თბილისის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
თვითმხილველების თქმით, დედასთან ერთად იყო მანქანით, დედა მაღაზიაში გადავიდა, თან შვილს უყურებდა, მოულოდნელად გააღო ბავშვმა კარი და გადავიდა, ამ დროს დაეჯახა ავტომობილი, ბავშვი რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა, დედა შოკში იყო, ისიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ემოციურად. ავტომობილის მძღოლიც, რომელიც ბავშვს დაეჯახა, ძალიან ცუდად იყო.
დაშავებული უგონო მდგომარეობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სასწრაფო დახმარების დასაწყისში ბავშვი უგონო მდგომარეობაში იყო.