გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი გაძლიერდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორები ყოველდღიურად აკონტროლებენ გზებზე მოძრავ ავტომობილებს გამონაბოლქვის ნორმების დაცვის მიზნით.
🔹 ეს პროცესი ჩატარდება ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში, რათა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურება მინიმუმამდე შემცირდეს.
🔹 დეპარტამენტი გაძლიერებს თავისი შესაძლებლობებს – ბოლო პერიოდში გაზრდილია ინსპექტორთა ეკიპაჟების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კონტროლის ეფექტიანობას.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.