მუნიციპალური განვითარების ფონდი საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობას უზრუნველყოფს
საქართველოს მთავრობა ქუთაისსა და რუსთავში ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს.
პროექტის შესრულებას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს, რომელიც მოამზადებს დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას და დაიწყებს მშენებლობისა და ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის პროცესს.
ახალი საუნივერსიტეტო ქალაქები საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სრულფასოვან სასწავლო, კვლევით და სტუდენტურ ინფრასტრუქტურას შექმნის. ქუთაისში დაგეგმილია 20 ათასი, რუსთავში კი 40 ათასი სტუდენტის მიღება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 800 მილიონ ლარია, ხოლო უძრავი ქონების გამოსყიდვას 210 მილიონი მოხმარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2026–2032 წლებში განხორციელდება.
ინიციატივა რეგიონებში განათლების განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.