“განმეორებით კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარია ან შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად” – გამკაცრებული კანონი
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყეების დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მდგრადი მართვა პრიორიტეტად რჩება. უწყების განცხადებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე წესები გამკაცრდა. ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი.განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
სააგენტო აგრძელებს მოვლისა და სანიტარულ ჭრებს ტყის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.