შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქეები: 2004 წელს დაბადებული ე.ბ. და 1984 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.