სიახლე პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები კანონში, რომელიც პირადობისა და ბინადრობის ელექტრონური მოწმობების, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების განახლებას ითვალისწინებს.
ცვლილებების შედეგად, დოკუმენტების დიზაინი იცვლება და ემატება ორი მნიშვნელოვანი რეკვიზიტი:
- წვდომის კოდი – უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემების ამოსაკითხად;
- QR კოდი – დოკუმენტის და მისი მფლობელის მონაცემების სწრაფი გადამოწმებისთვის.
რეფორმის მიზანია დოკუმენტების უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება და მათი შემოწმების პროცედურების გამარტივება.