გიგა ძნელაძე გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს ახალი მოადგილე გიგა ძნელაძე წარუდგინა.

გიგა ძნელაძე მანამდე გენერალურ პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მისი პროფესიული გამოცდილება პროკურატურაში 2007 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში ის სხვადასხვა საკვანძო პოზიციაზე მუშაობდა როგორც რეგიონულ, ისე ცენტრალურ დონეზე – მათ შორის სიღნაღში, თელავსა და გურჯაანში, ასევე ფინანსთა, შინაგან საქმეთა, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურებში.

გიორგი გვარაკიძემ გიგა ძნელაძესთან და პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.








Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading