ნარჩენების მართვის კოდექსის 1500-ზე მეტი დარღვევა — ყველაზე მეტი ფაქტი ქვემო ქართლში გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით -2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1,528 ფაქტი დაფიქსირდა.

მათ შორის:
🔹 543 ფაქტი — მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
🔹 212 — სამშენებლო ან ინერტული მასალებით დაბინძურება
🔹 194 — ნარჩენების დაუშვებელი წვა
🔹 183 — კანალიზაციითა და შლამისებრი ნარჩენებით დაბინძურება
🔹 305 — სხვა ტიპის დარღვევები

📍 ყველაზე მეტი შემთხვევა ქვემო ქართლშია გამოვლენილი — 357 ფაქტი.
შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთი (296), კახეთი (193), შიდა ქართლი (154), აჭარა (142), ხოლო დედაქალაქში 6 თვეში 192 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს პატრულირებას და რეაგირებს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

უწყების ინფორმაციით, ნარჩენების მართვაზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრევენციას და ეკოსისტემის დაცვის გაძლიერებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading