ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

🔹საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს.

🔹გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.

🔹დაკავებულმა პირმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყის მასივში შესაბამისი ნებართვის გარეშე საკემპინგე ადგილის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა 1 400 აშშ დოლარის ოდენობით.

🔹ბრალდებული დაკავებულ იქნა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

🔹გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading