გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნოემბერში გამონაბოლქვის დარღვევები დააფიქსირა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2025 წლის 1–30 ნოემბრის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის ნორმას 794 შემთხვევა აჭარბებდა:

  • თბილისი – 556
  • ბათუმი – 111
  • ქუთაისი – 86
  • რუსთავი – 41

დარღვევის ავტორები:

  • ფიზიკური პირები – 706
  • იურიდიული პირები – 88

ავტომობილების ტიპების მიხედვით:

  • მსუბუქი ავტომობილები – 401
  • მიკროავტობუსები – 359
  • სატვირთო ავტომობილები – 26
  • ავტობუსი – 1
  • ექსკავატორი – 1

2025 წლის 11 თვეში გამოვლენილია ჯამში 5291 სამართალდარღვევა.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ქვეყანაში ყოველდღიურად მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი, ხოლო ინსპექტორთა ეკიპაჟების რაოდენობის ზრდა კონტროლის ეფექტიანობას ამაღლებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading