მარნეულში სარწყავი ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჯისაქენდში აღმაშენებლის მაგისტრალურ არხზე 2 წყალგამანაწილებელი კვანძის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნული პროექტი არხის გამტარუნარიანობასა და სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს და ადგილობრივ ფერმერებს სტაბილურად 150 ჰექტარზე მიწის მორწყვას შესთავაზებს.
2012–2024 წლებში ქვემო ქართლში განხორციელებული სამელიორაციო პროექტების შედეგად წყალუზრუნველყოფილია 34,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა, სარწყავი წყლის მიწოდება კი 32,000 ჰექტარზე გაუმჯობესდა.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.