დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

მიმდინარე პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ იოსებ ალიბეგაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა ერთად დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, ერთდროულად სამი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ქალაქ დმანისში რეაბილიტაცია უტარდება გაბაშვილისა და რუსთაველის ქუჩებს, ხოლო სოფელ ჯავახის მისასვლელ გზაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბეტონის საფარი ეწყობა.

პროექტების ფარგლებში სრულად განახლდება სანიაღვრე და წყალარინების სისტემებიც. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამივე პროექტის ფარგლებში ჯამში დაახლოებით 2 კილომეტრი გზა მოეწყობა, ხოლო მათი საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading