მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, გადაჭრილ გორაზე არქეოლოგიური კვლევები გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, გადაჭრილ გორაზე არქეოლოგიური კვლევები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ეროვნული მუზეუმი კანადის ტორონტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსთან იოანე ლაშხთან და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსთან ელგუჯა კუპატაძესთან ერთად, ექსპედიციის წევრებს შეხვდა და მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.


უახლესი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის მიხედვით, საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ უძველეს და დამოუკიდებელ კერად არის აღიარებული. აღნიშნული დასკვნა სწორედ მარნეულის მუნიციპალიტეტში, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალებს ეფუძნება.
გადაჭრილი გორა ნეოლითის ეპოქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლად მიიჩნევა და მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო წრეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

