დმანისში შუქრი ჩხეტიანის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა

17 ივნისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ „ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის“ ერთობლივი ორგანიზებით, შუქრი ჩხეტიანის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გუნდები „ჩიხი“ და „დასახლება“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ მატჩში გამარჯვება გუნდმა „დასახლება“ მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.


ჩემპიონ გუნდს გარდამავალი თასი შუქრი ჩხეტიანის ძმამ, სლავა ჩხეტიანმა გადასცა. ტურნირის პრიზიორები მედლებით, სიგელებითა და ფეხბურთის ბურთებით დაჯილდოვდნენ.
ფინალურ შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტის მოყვარულები და შუქრი ჩხეტიანის ოჯახის წევრები დაესწრნენ.


ტურნირი შუქრი ჩხეტიანის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა და მიზნად ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს.
