გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდა მძლეოსანი ანი ჟორჟოლიანი დააჯილდოვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად სოფელ ვაზიანში მცხოვრებ ახალგაზრდა სპორტსმენ, მძლეოსან ანი ჟორჟოლიანს შეხვდა.
ანი ჟორჟოლიანი ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მუდამ მზად არის, მხარი დაუჭიროს ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს.
ვულოცავ ანის ამ დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ტურნირებზე.”- აღინიშნა შეხვედრაზე დავით კარგარეთელმა.

