დმანისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ სამუსიკო სკოლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

17 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ა(ა)იპ „დმანისის სამუსიკო სკოლის“ მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ანგარიშის ფარგლებში განხილული იყო სკოლის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და მიმდინარე საქმიანობა შეაფასეს.