თბილისში მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი აღკვეთეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დირსის დასახლებასთან, ორთაჭალაში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი დრონით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დააფიქსირეს და აღკვეთეს.
✅ ბოლო წლებში დეპარტამენტი აქტიურად ეწევა გაძლიერებისა და თანამშრომლების შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის პროცესს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებული ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის დრონები.
➡ ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი დარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. შეტყობინებების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153).