გორში 19 წლის ბიჭი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2005 წელს დაბადებული გ.ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, კონფლიქტის ნიადაგზე ბრალდებულმა ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა 1997 წელს დაბადებულ ო.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს.

სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading